პურკინიეს უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პურკინიეს უჯრედები – (neurocyti piriformes) მსხვილი მსხლისებრი ფორმის ნერვული უჯრედები ნათხემის ქერქის განგლიურ შრეში. მათ აქვთ ერთი ნეირიტი და ორი ძლიერ დატოტვილი დენდრიტი, რომლებიც მდებარეობენ ხვეულის სიგრძის პერპენდიკულარულ სიბრტყეში. ასე ეწოდათ ჩეხი ჰისტოლოგის ი.ე.პურკინიეს გვარის მიხედვით, რომელმაც პირველმა აღწერა უჯრედების ეს სახე. სინ. უჯრედები განგლიური. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა