ჟილბერ – ბესეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჟილბერ – ბესეს სინდრომი – ოკულო – ბუკო – გენიტალური სინდრომი. ორმხრივი ირიტის შეხამება პირის ღრუს რძიანასთან და სასქესო ორგანოების დაწყლულება (ორივე სქესისათვის). გარდა ამისა აღინიშნება ერითემატოზური ხასიათის კანის ცვლილებები და ხშირად ძლიერი ტკივილი სახსრებში. ეტიოლოგია უცნობია, სავარაუდოა, რომ ვირუსულია. ხშირად იწვევს გართულებებს ნერვული სისტემის მხრიდან  –  მენინგოენცეფალიტის სახით. აქვს ბევრი კლინიკური სიმპტომი, თავის ტკივილი, მენინგეალური, ნათხემის, ვესტიბულური სიმპტომები, ჰემიპლეგია, კრუნჩხვები, ფსიქიკური მოშლილობები. იხ. სინონიმი: ბერეს დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა