რაიტერ – პომპენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რაიტერ – პომპენის სინდრომი – კარდიო – ვაზო – რენული სინდრომი. ხასიათდება კანის და შინაგანი ორგანოთა სისხლძარღვთა კედლებში 2 – ამინოფოსფატიდების ჩალაგებით. კანში წარმოიქმნება კერატოანგიომები. ზიანდება გული (კორონარული სისხლის მიმოქცევის უპირატესი მოშლით), თირკმელები (ჰემატურია, პროტეინურია; ცილინდრურია), ღვიძლი, ელენთა, ვლინდება ცვლილებები თვალის ფსკერზე. ეტიოლოგიურ მომენტად ითვლება ცხიმოვანი ცვლის მოშლა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა