რაიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რაიტის სინდრომი – (I. S. Wright, ამერ. ექიმი; მკერდის მცირე კუნთის სინდრომი, ჰიპერაბდუქციური სინდრომი)  მხარ – კისრის სინდრომების ჯგუფიდან ერთ  –  ერთი, რომელიც ხასიათდება ზედა კიდურის სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის მოშლით იღლიისქვეშა სისხლძარღვებისა და მხრის წნულის გაჭყლეტვის გამო; კლინიკურად სინდრომი ვლინდება ტკივილით გულმკერდის კუნთის მიდამოში, რომელიც ირადირებს ხელში, ძირითადად მხარში, აკროპარესთეზიებით, მტევნისა და თითების გაფითრებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა