რანკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რანკეს სინდრომი – ფილტვის ტუბერკულოზის პირველადი სინდრომი. ლიმფური კვანძების და ფილტვების პირველადი ტუბერკულოზი. პირველი ტუბერკულოზური ცვლილებები ფილტვებში: 1) კერა ფილტვებში, რაც წარმოადგენს ფილტვების ტუბერკულოზურ ბრონქოგენურ კაზეოზურ ანთებას; 2) ტრაქეობრონქული ლიმფურიკვანძების გადიდება; 3)ლიმფური სადინარების სპეციფიკურიანთება, რომლებიც აერთიანებს გადიდებულ ლიმფურ კვანძებს ფილტვებშიკერებთან. კლინიკა: სუბფებრილიტეტი, უმადობა, ხველა, მსუბუქი ქოშინი. უმეტეს შემთხვევაში მთავრდება განკურნებით. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა