რბილი ქსოვილების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რბილი ქსოვილების უცხო სხეულები. – (ქირურგ.) მშვიდობიანობის დროს – ისინი უხშირესად არიან ხიწვები და ნემსები, შუშის ნამსხვრევები, წვრილი ლურსმნები, ომიანობის დროს – ტყვიები, ჭურვის ნამსხვრევები. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინფექციის არარსებობის შემთხვევაში, რბილ ქსოვილებში გაჭედილი უცხო სხეულები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. ინფიცირებული უცხო სხეულების დროს ვითარდება ანთების ტიპიური მოვლენები: ტკივილი, შესიება, კანის სიწითლე და ა.შ. მკურნალობა. ღრმად განლაგებული უცხო სხეულები, რომლებიც არ იწვევენ ანთებით მოვლენებს და ავადმყოფები ტკივილებს არ უჩივიან, შესაძლებელია მოცილებულ არ იქნან. ზედაპირულად განლაგების შემთხვევაში, აგრეთვე ღრმად განლაგებული უცხო სხეულების გარშემო ანთებითი მოვლენების განვითარების გამო, აუცილებელია ოპერაცია, მათი მოცილების მიზნით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა