რეაბსორბცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეაბსორბცია – 1. (რე… და აბსორბცია) (ფიზიოლ.), პირველადი შარდიდან წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების უკუშეწოვა თირკმლის მილაკებში მისი გავლისას, რაც განაპირობებს საბოლოო , ორგანიზმიდან გამოსაყოფი შარდის წარმოქმნას . 150 – 180 ლ პირველადი შარდიდან წარმოიქმნება 1,0 – 1,5 ლ საბოლოო შარდი. გკუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები, Na+, K+, Ca++ და სხვა იონების დიდი ნაწილი უკან შეიწოვება, ამასთან, გლუკოზა, ამინიმჟავები, ნატრიუმი და ზოგი სხვა ნივთიერება შეიწოვება ე. წ. აქტ. ტრანსპორტის გზით, ხოლო წყალი, ქლორიდები  –  პასიურად, ოსმოსისა და დიფუზიის კანონების თანახმად. იხ. აგრეთვე თირკლები.  ა. ბაკურაძე. [“1”]  2.  თირკმელებში შარდის წარმოქმნისას მიმდინარე ერთ – ერთი პროცესი. რეაბსორბცია – წყლისა და მასში გახსნილი ორგანიზმისათვის აუცილებელი ნივთირებების  (ამინომჟავები, გლუკოზა, ვიტამინები და სხვ.) უკუშეწოვა პირველადი შარდიდან სისხლში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა