რეაქტიული მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეაქტიული მდგომარეობა – (ფსიქოლოგია)  (ლათ. re – საწინააღმდეგო და actio – მოქმედება) განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა (ფსიქოგენიები), რომელთა კლინიკურ სურათში აისახება ფსიქიკური ტრავმის შინაარსი. გამოყოფენ შემდეგ სახეებს: 1. რეაქტიული დეპრესიები, როდესაც ფსიქოტრავმის შედეგად ადამიანი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში, რაც გამოიხატება შებოჭილობით, გაღარიბებული მიმიკით (ადამიანი ნაკლებმოძრავია, კითხვებზე პასუხობს მიკლედ, არაგამომხატველი ხმით), მისი აზრები მუდმივად მიმართულია მომხდარზე, რომელიც პათოლოგიურად გადაიტანება; 2. აფექტურშოკური რეაქცია (იხ. აფექტი), წარმოქმნილი რაიმე მასობრივი კატასტროფის, ავარიის პასუხად და გამოვლენილი ცნობიერების შევიწროებით, პანიკით, უწესრიგო მოძრაობითი აქტივობით, ან პირიქით, სრული შებოჭილობით (ფსიქოგენური სტუპორი). ფსქოპათიური წყობის პირებში, დაავადების ან მძიმე ფსიქოტრავმის პასუხად, შესაძლოა განვითარდეს რეაქტიული ფსიქოზები რეაქტიული ბოდვის სახით, ცნობიერების დაბინდვით და მისთ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა