რეინოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეინოს სინდრომი – 1. მტევნების და ტერფების არტერიული სისხლმომარაგების შეტევისმაგვარი დარღვევა, რომელიც ხშირად ვითარდება სიცივის ზეგავლენით. ამასთან ავადმყოფი უჩივის ხელის თითების დაბუჟებას, შეცივებას, რომლებიც ხდებიან ფერმკრთალი, ციანოზური და ცივი. ზიანდება უპირატესად III – V თითები, იშვიათად სხეულის სხვა ნაწილები (ცხვირი, ნიკაპი). დაავადების მოგვიანებით სტადიაში ვითარდება წყლულები თითის წვერებზე, განგრენის განვითარებამდეც კი. ავადდებიან უმეტესად ქალები. რეინოს სინდრომი შეიძლება იყოს სხვა დაავადების გამოვლინებაც (მაგალითად სისტემური სკლეროდერმია, ნერვული სისტემის დაავადებები, ხერხემლის კისრისნაწილის დაზიანება და ა.შ.). 2.  უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ხელის მტევნის, იშვიათად ტერფის,  თითების არტერიების  შეტევითი სპაზმებით, გამოხატული მათი გაფითრებით, ტკივილებითა და პარესთეზიებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა