რენტგენოსტრუქტურული ანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რენტგენოსტრუქტურული ანალიზი – (analysis roentgeno­structuralis)   უჯრედების მოლეკულური ორგანიზაციის გამოკვლევის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც დამყარებულია რენტგენის სხივების დიფრაქციის (შემოვლის) მოვლენის გამოყენებაზე ობიექტში მათი გატარების დროს. ობიექტის სივრცობრივ ჩარჩოში მოლეკულების გან­ლაგების ხასიათის მიხედვით ფოტოფირ­ფიტაზე წარმოიქმნება კონცენ­ტრული რგოლებისა და რკალების გამოსა­ხუ­ლება, რომელთა სიგანისა და ერთმანეთს შორის მანძილის მიხედვით განსაზღვრავენ მოლეკულების ზომასა და განლაგებას. რენტგენოსტ­რუქ­ტურული ანალიზის საფუძველზე შუმუშავებულია დნმ – ის მოლე­კულის აგებულების სქემა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა