რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები – (ლათ. Respiratio სუნთქვა) ვირუსული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება გრიპი, პარაგრიპი, რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია, რინოვირუსული დაავადება, კოკსაკ – ვირუსული დაავადება, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები. რესპირატორულ – ვირუსული დაავადებების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფებს და ახასიათებთ გამოხატული ტროპიზმი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ეპითელისადმი. ვირუსის გადაცემა ხდება უპირატესად ჰაერ – წვეთოვანი გზით; შესაძლებელია დასნებოვნება ინფიცირებული საგნებიდანაც (ჭურჭელი, პირსახოცი, სათამაშოები და სხვ.) დაავადებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა. დაავადების გადატანის შემდეგ რჩება ხანმოკლე სპეციფიური იმუნიტეტი. დაავადება ხასიათდება მწვავე დაწყებით, ტემპერატურის მომატებით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით; მიმდინარეობა ხანმოკლეა; შესაძლო გართულებებია – ოტიტი, პნევმონია, მენინგიტი და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა