რესპირაციული ეპითელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რესპირაციული ეპითელიოციტი – სასუნთქი უჯრედი / ალ­ვეოლოციტი პირველი ტიპის / (epitheliocytus respiratorius ბერძნ. epi  –  ზევით, thele  –  დვრილი, cytos  –  უჯრედი; ლათ.respiratorius  –  სასუნთქი)  –  ფილტვის რესპირაციული ალვეოლური  უჯრედები(cellula respiratoria  –  alveolocytus) არასწორი ფორმის თავისუფალ ზედაპირზე მოკლე ციტოპლაზმური გამონაზარდებით. ალვეოლოციტების უბირთ­ვო ნაწილებს უშუალოდ ეხება სისხლის კაპილართა ენდოთელური  უჯრედების უბირთვო ნაწილები. მათი ბაზალური მემბრანები უახლოვდება ერთმანეთს და მონაწილეობენ აეროჰემანტური ბარიერის ჩამოყა­ლი­ბებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა