რეტიკულური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეტიკულური უჯრედები – (cellulae reticulatae ლათ.reticulum  –  ბადე)   მცირედ დიფერენცირებული სინციტიურად შეკავშირებული  უჯრედები, რომლებიც ქმნიან ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძების, ელენთის, თირკმლის, ნაწლავის ეპითელიუმისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს შემაერთებელქსოვილოვან სტრომას. ეს  უჯრედები კამბიურია ფიბრობლასტური რიგისა და სისხლის  უჯრედებისთვის. მათგან ვითარდება ჰემოციტობლასტები , მაკროფაგები , ფიბრობლასტები და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი  უჯრედები. რეტიკულური  უჯრედები გამოიმუშავებენ რეტიკულურ ბოჭკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა