ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
რინოვირუსული დაავადება – (ბერძ. Rhis rhinos ცხვირი + ლათ. Virus შხამი) ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადება, რომელსაც იწვევს რინოვირუსების დიდი ჯგუფი და მიმდინარეობს ცხვირისა და ცხვირ – ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანებით. ზომიერი კლიმატის პირობებში რინოვირუსული დაავადება გვხვდება მთელი წლის განმავლობაში. ძირითადი ცვლილებები ლოკალიზდება ცხვირის ლორწოვანში – იგი შუპდება, აღინიშნება დამახასიათებელი ჰიპერსეკრეცია და ეპითელის დესქვამაცია. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1 – დან 5 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ, ზოგადი სისუსტითა და შემცივნებით. აღინიშნება ყელში ,,ჩაფხაჭნის” შეგრძნება, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტკივილი და ტეხვის შეგრძნება კიდურებში; ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია. დაავადების მეორე დღიდან იწყება უხვი გამონადები ცხვირიდან, რასაც თან ახლავს ცხვირის გასავლების სიწითლე, გაღიზიანება და მაცერაცია. აღინიშნება ფარინგიტი, მშარი ხველა, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა. დაავადების ხანგრძლივობა 1 – 3 დღიდან 3 კვირამდეა. გართულება წარმოიქმნება მეორადი ბაქტერიული ინფექციის დართვისას; მკურნალობა სიმპტომატურია, პროგნოზი – კეთილსაიმედო.
ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”
Viewed 2179 times by 327 viewers


