რკინადეფიციტური ანემია

რკინადეფიციტური ანემია – 1. ავადმყოფური მდგომარეობა, განპირობებული ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევით ორგანიზმში რკინის დეფიციტის გამო. მიზეზები: ორგანიზმში  რკინის არასაკმარისი შესვლა საკვებთან, მისი არასაკმარისი ათვისება, ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნილება რკინაზე.

კლინიკური სურათი – ნებისმიერი ანემიისათვის დამახასიათებელი ნიშნები – თავბრუსხვევა, გულისწასვლა, ხმაური ყურებში, ქოშინი, გაძლიერებული გულისცემა, ასევე რკინის დეფიციტის ქსოვილოვანი გამოვლინებები: კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმების დაცვენა, ნახეთქები და წყლულები პირის კუთხეებში,  გემოვნების გაუკუღმართება – ცარცის ჭამისადმი ლტოლვა.

პერიფერიულ სისხლში ვლინდება ჰემოგლობინისა და ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითება, ერითროციტების ფორმისა და ზომების ცვლილება; სისხლის შრატში ქვეითდება რკინის შემცველობა.

მკურნალობა მიმართულია ანემიის მიზეზების აღსაკვეთად; ჰემოგლობინის დონის აღსადგენად იყენებენ რკინის პრეპარატებს.

2. ანემია, რომელიც განპირობებულია რკინის დეფიციტით ორგანიზმში.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი