სამშობიარო ტრავმა

სამშობიარო ტრავმა – დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია მშობიარობასთან, შესაძლოა წარმოიქმნას როგორც ქალებში, ასევე ახალშობილებში პათოლოგიური მშობიარობის  და არაკვალიფიციური სამეანო დახმარების გამო. ქალის სამშობიარო ტრავმას მიეკუთვნება: შორისისა და საშოს გახევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, საშვილოსნოს გახევა, საშვილოსნოს გადმობრუნება, მენჯის ძვლების ტრავმები შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ტრავმები და სხვ.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი