სარკოცისტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სარკოცისტოზი – სარკოსპორიდიოზი, შინაური და გარეული ცხოველების (ზოგჯერ ადამიანის) უსიმპტომოდ მიმდინარე ქრონიკული ინვაზიური დაავადება, რომელსაც იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი სარკოცისტი. სარკოცისტოზის დროს კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება ენდოზოიტებით სავსე ცისტა. ძლიერი ინვაზიის შემთხვევაში ვითარდება სიკოჭლე. ენდომიოკარდიტი, დამბლა. თუ ცხოველი ძლიერაა დაზიანებული ნაკლავის გამოყენება მხოლოდ ტექ. მიზნით შეიძლება. მკურნალობის მეთოდი ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. სარკოცისტოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ცხოველის კვებისა და მოვლა პატრონობის ზოოჰიგიენური წესების დაცვა. პ. ბურთიკაშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა