სასუნთქი გზების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასუნთქი გზების უცხო სხეულები – (ქირურგ.) – უხშირესად გვხვდება ბავშვებში, რომლებიც ხშირად იდებენ პირში წვრილ საგნებს (მძივებს, კენჭებს, მონეტებს). უეცარი ღრმა ჩასუნთქვის, ხველის შეტევის, საუბრის დროს აღნიშნული წვრილი საგნები შეიძლება მოხვდნენ სასუნთქ გზებში და იქ გაიჭედონ. მოზრდილებში, უცხო სხეულები სასუნთქ გზებში ხვდებიან, როდესაც მავნე ჩვევის გამო ან ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების დროს პირში აჩერებენ უცხო სხეულება (ლურსმნები, ქინძისთავები). ზოგჯერ სასუნთქ გზებში ხვდება კბილის პროთეზები, თუკი არ ხდება მათი მოხსნა ღამით ან ზოგადი გაუტკივარებით მიმდინარე ოპერაციის წინ.  სიმპტომები, მკურნალობა. მოზრდილებში უცხო სხეულის არსებობის გამოვლენა სიძნელეს არ წარმოადგენს. ბავშვებში მისი ამოცნობა უფრო რთულია. ისინი ჩვეულებრივ ტირიან და ძალიან შეწუხებულნი არიან. მხოლოდ ვითარების გარკვევის შემდეგ, რომლის დროსაც განვითარდა აღნიშნული მოვლენები, შესაძლებელი ხდება ეჭვი მივიტანოთ სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობაზე. სასწრაფო რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ბრონქოსკოპია საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ უცხო სხეული. მკურნალობა. სასწრაფო ბრონქოსკოპია და უცხო სხეულის მოცილება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა