სასქესოთეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასქესოთეორია – / ჩანასახოვანი / გზის ანუ ჩანასახოვანი პლაზმის უწყვეტობის შესახებ  –  ამ თეორიის მიხედვით, სასქესო ნერგისა და სხვა დანარჩენი ნერგების განვითარების გზის გამოცალკევება მიმდინარეობს ემბრიოგენეზის ადრეულ ეტაპებზე. ვეისმანის მიხედვით, სასქესო ნერგი ადრე გამოცალკევდება სხვა ნერგებიდან და დამოუკი­დებელია ორგანიზმისაგან. ამასთან დაკავშირებით თითქოსდა არსებობს ორი პლაზმა: ჩანასახოვანი, რომელიც განუწყვეტლივ გადაეცემა ერთი თაობის სასქესო  უჯრედებიდან ახალი თაობის სასქესო უჯრედებს, და სომატური, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის განვითარებას (ჩანასა­ხოვანი პლაზმის მატარებელია, მაგრამ არ მოქმედებს მის თვისებებზე). „სომისა“ და სასქესო პლაზმის ურთიერთდაპირისპირების არამართებუ­ლობა მკვლევარებმა დაამტკიცეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა