სასქესო ასოს კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასქესო ასოს კიბო – შედარებით იშვიათი დაავადებაა. შესაძლოა განვითარდეს სიმსივნის წინა დაავადებების ფონზე (ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია და სხვ.). თითქმის ყოველთვის ვითარდება  ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების მაღალი ხარისხით. ჩვეულებრივ ზიანდება სასქესო ასოს სხეული; ურეთრა პროცესში იშვიათად ერთვება. მეტასტაზები წარმოიქმნება ორივე მხარეზე საზარდულის, მენჯის, პერიტონეუმის გარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში. სიმსივნე ნელა ვითარდება; შემდეგში ხდება დაწყლულება, სისხლდენა, ანთებითი გართულებები, ვითარდება ფიმოზი. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ციტოლოგიური გამოკვლევით სიმსივნის პუნქტატიდან, ასევე ბიოფსიის დროს ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა