სენსიტიურობა, სენსიტიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

1. სენსიტიურობა – (ფსიქოლოგია) (ლათ. sensus – გრძნობა, შეგრძნება) – ადამიანის დამახასიათებელი თავისებურება, რომელიც გამოიხატება მასზე გადამხდარი მოვლენებისადმი მომატებული მგრძნობელობით, მიმდინარე მომატებული აფორიაქებით, ახალი სიტუაციების, ადამიანების, მოვლენების შიშით. სენსიტიური ადამიანებისათვის დამახასიათებელია მოუხერხებლობა, სიმორცხვე, შთაბეჭდილებიანობა, გარდასული ან მომავალი მოვლენების ხანგრძლივი განცდა, უკმარისობის გრძნობა (იხ. არასრულფასოვნების კომპლექსი), საკუთარი თავისადმი მორალური მოთხოვნილების მომატების განვითარების ტენდენციით.

2. სენსიტიურობა –  ტერმინ  სენსიტიურობა  გამოიყენებენ ზოგადადაც, ადამიანი უნარის აღსანიშნავად განასხვავოს და  რეაგირება მოახდინოს გარე სტიმულებზე. განასხვავებენ მომატებულ და დაქვეითებულ სენსიტიურობას.

3. სენსიტური კანი – მაღალ მგძნობიარე კანი.

4. სენსიტური ხალხი  – მაღალმგნობიარე ხალხი.

5. სენსიტური საკითხი – საკითხი, თემა რომლის მიმართ ადამიანები სენსიტური (მაღალმგძნობიარე) არიან. მაგ.: ეროვნული ან  რელიგიური თემები.



_________________________________________