სიგნალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიგნალი – (ფსიქოლოგია)  (ლათ. signum – ნიშანი)პროცესი ან გავლენა (გარეგანი, შინაგანი, გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი), რომელიც ატარებს ინფორმაციას რაიმე მოვლენაზე და ორიენტაციას აძლევს ცოცხალ სისტემას ამ მოვლენის მიმართ. (იხ. გამღიზიანებლები). ანალიზატორებისა და სხვა მიმღები სისტემების ხასიათის მიხედვით, გამოყოფენ შემდეგი სახის სიგნალებს: ოპტიკური, აკუსტიკური, ტაქტილური, თერმული, ელექტრომაგნიტური, ქიმიური, ბიორითმული და ა. შ. სიგნალის ცნება ფართოდ გამოიყენება ფსიქოფიზიოლოგიაში და ნეიროფსიქოლოგიაში (იხ. სიგნალური სისტემები), ფსიქოფიზიკაში, ინჟინერულ და საერთო ფსიქოლოგიაში პერცეპტული პროცესების შესასწავლად, სოციალურ ფსიქოლოგიაში კომუნიკაციის პროცესების შესწავლისას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა