სიმპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიმპათია – (ფსიქოლოგია)  (ლათ. sympatheia – ლტოლვა, შინაგანი განწყობა)ადამიანის მყარი დადებითი ემოციური განწყობა სხვა ადამიანებისა და მოვლენებისადმი, რომელიც გამოიხატება მოწონებაში, კეთილგანწყობილებაში, აღტაცებაში, ყურადღების გამოჩენაში, დახმარებაში და ა. შ. სიმპათია, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება საერთო შეხედულებების, ღირებულებების, ინტერესების, ზნეობრივი იდეალების საფუძველზე. შესაძლებელია წარმოიქმნას აგრეთვე, როგორც შედეგი დადებითი რეაქციისა   მომხიბვლელ გარეგნობაზე, ქცევაზე,  სხვა ადამიანის ხასიათის თვისებებზე (იხ. ატრაქცია). თავის დინამიკაში სიმპათიამ შესაძლოა მიაღწიოს დაძაბულობას, რომელიც გადადის ძლიერ ლტოლვაში, ან შესაძლოა დამთავრდეს გაცივებით, იმედგაცრუებით, გადავიდეს აპათიაში და არაკეთილგანწყობაში. პიროვნებათშორის ურთიერთობაში სიმპათია წარმოადგენს ადამიანთა ინტეგრაციისა და ფსიქოლოგიური კომფორტის  ერთ – ერთ ფაქტორს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა