წამლის (პრეპარატის) მოხსნის სინდრომი

წამლის (პრეპარატის) მოხსნის სინდრომი – ორგანიზმის რეაქცია, რომელიც აღმოცენდება წამლისმიერი საშუალებების დოზის შემცირების ან შეწყვეტის შედეგად. ვლინდება პაციენტის მდგომარეობის გაუარესებით (სიმპტომები და მდგომარეობა მოიცავს, როგორც მკურნალობამდე არსებულ ვითარებას, ისე ახალ სიმპტომებს, რომელიც პრეპარატის დანიშვნამდე პაციენტს არ აწუხებდა).

მაგალითები: ჰიპოტენზიური საშუალებების მოხსნის შემდეგ, მომატებული არტერიული წნევა; ანტიანგინალური საშუალებების შეწყვეტის შემდეგ, სტენოკარდიის გაძლიერება;

ახალშობილებში შეიძლება აღინიშნოს, წამლის მოხსნის მწვავე სინდრომი იმ შემთხვევაში თუ დედა,   ორსულობის მესამე ტრიმესტრში ფენობარბიტალს იღებდა.

წამლის მოხსნის სინდრომი, უპირატესად დამახასიათებელია იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც ორგანიზმიდან სწრაფად გამოდის, რაც უფრო სწრაფად ტოვებს პრეპარატი ორგანიზმს,  მით უფრო მძაფრად არის გამოხატული მოხსნის სინდრომი.

რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს, არა მხოლოდ სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტა, არამედ მკურნალობის ფონზე, წამლის მიღებულ დოზას შორის, მომდევნო დოზის მიღებამდე გასული დროის შუალედი. წამლის მოხსნის სინდრომის ერთ-ერთი სახესხვაობა არის „ნულოვანი საათის ფენომენი“ (ინგლ.zero-hourphenomenon). სიმპტომები აღმოცენდება, წამლის მიღების დროს ხანგრძლივ შუალედებში, მაგალითად, დილის საათებში, როცა დასრულებულია წინა დღეს მიღებული წამლის დოზის მოქმედება.

მეორე მაგალითია, არეკვლის ფენომენი (ინგლ.reboundeffect). ამ შემთხვევაში, წამლის მოხსნის სინდრომი აღმოცენდება მაშინ, როცა პრეპარატი ძალიან სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან (მცირე დროით მოქმედი პრეპარატის მიღებისას) ან  შიდავენურად პრეპარატის შეყვანის, სწრაფად შეწყვეტის შემთხვევაში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.