სინესთეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინესთეზია – (ფსიქოლოგია)  (ბერძ. synaisthesis – ერთობლივი გრძნობა, ერთდროული შეგრძნება) მოვლენა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რაიმე გამღიზიანებელი, მოქმედებს რა შესაბამის გრძნობით ორგანოზე, მიუხედავად სუბიექტის ნებისა, იწვევს არა მარტო  მოცემული ორგანოსათვის სპეციფიკურ შესაბამის შეგრძნებას, არამედ ამავდროულად იწვევს დამატებით შეგრძნებას, ან წარმოდგენას, რომელიც დამახასიათებელია სხვა ორგანოსათვის. სინდრომის ყველაზე გავრცელებულ გამოვლენას წარმოადგენს ე. წ. ფერადი სმენა, რომლის დროსაც ხმა, სმენითი შეგრძნებების გარდა იწვევს ფერად შეგრძნებასაც. ფერადი სმენა აღენიშნებოდათ კომპოზიტორს რიმსკი – კორსაკოვს, სკრიაბინს. მრავალ ადამიანში მოყვითალო – ნარინჯისფერი ფერი იწვევს სითბის შეგძნებას, ხოლო მოლურჯო – მომწვანო – სიცივეს. თავისი ბუნებით სინდრომი, როგორც ჩანს, წარმოადგენს ანალიზატორების გაძლიერებულ ურთიერთქმედებას. სინდრომის თავისებური ფორმები (მაგალითად, მოსმენილის ვიზუალიზაცია)  აღინიშნება პათოლოგიაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა