სირცხვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სირცხვილი – (ფსიქოლოგია) ემოცია, წარმოქმნილი ადამიანის მიერ მისი საქციელის  რეალური, ან წარმოსახვითი შუსაბამობის, ან სხვა ინდივიდუალური გამოვლინებების გაცნობიერების შედეგად, რომლებიც მიღებულია მოცემულ საზოგადოებაში და გაზიარებულია მისთვის როგორც ნორმა, მორალის მოთხოვნიილება. სირცხვილი შესაძლებელია უკავშირდებოდეს იყოს სხვათა ქცევას ან პიროვნული ნიშნების გამოვლენას, როგორც წესი – ახლობელი ადამიანებისა (სირცხვილი სხვის გამო). სირცხვილი ესაა საკუთარი თავის დაუკმყოფილებლობა, გაკიცხვა ან დადანაშაულება საკუთარი თავისა. მსგავსი განცდების თავიდან აცილებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს ქცევის მძლავრ მოტივს, რომელიც მიმართულია თვითსრულყოფილებისაკენ, ცოდნისა და ჩვევების შეძენისაკენ, საკუთარი მონაცემების განვითარებისაკენ. სხვადასხვა ადამიანებს გააჩნიათ სხვადასხვა ზღურბლი სირცხვილისა, განპირობებული ფასეული ორიენტაციებით, თითოეული პიროვნების  მიმართულებით და ამ თავისებურებებთან დაკავშირებული გარემომცველი ადამიანების შეხედულებებისადმი, შეფასებებისადმი მგრძნობელობით. ახდენს რა სუბიექტის ყურადღების ფოკუსირებას საკუთარ ქცევებზე და თვისებებზე, იგი (სირცხვილი) ხელს უწყობს თვითშეგნების, თვითკონტროლის, თვითკრიტიკის განვითარებას და ითვლება როგორც ყველაზე რეფლექტორული ემოცია (იხ. რეფლექსია). ზრდის რა  სუბიექტის მგრძნობიარობას გარემომცველი ადამიანების შეფასებებისადმი, სირცხვილი მონაწილეობს ურთიერთობის რეგულაციაში (ამსუბუქებს ან აძნელებს პიროვნებათშორის კონტაქტებს). სირცხვილი – სოციალურად განპირობებული ემოციაა, რომელიც ფორმირდება ონტოგენეზში გარკვეული საზოგადოებრივი წყობის, კონკრეტული კულტურის ეთიკური ნორმებისა და წესების შეგნებული შეთვისების პროცესში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა