სისტემური მიდგომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისტემური მიდგომა – მეთოდოლოგიური მიმართულება მეცნიერებაში, რომლის ძირითადი ამოცანაა რთული ორგანიზებული ობიექტების – სხვადასხვა ტიპისა და კლასის სისტემების – კვლევისა და კონსტრუირების მეთოდების შემუშავება. სისტემური მიდგომა გარკვეული ეტაპია შემეცნების მეთოდების, კვლევითი და კონსტრუქციული მოღვაწეობის მეთოდების განვითარებაში, იმ ობიექტების ბუნების აღწერისა და ახსნის საშუალებების განვითარებაში, რომლებსაც ვაანალიზებთ ან ხელოვნურად ვქმნით. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა