სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან – წარმოადგენენ კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის, ღვიძლის და სხ. რიგი დაავადებების სიმპტომებს. ტიპიურ  შემთხვევებში, გასტრო – ინტესტინალური სისხლდენები ვლიდება სისხლიანი ღებინებით და კუპრისფერი განავლით. ამონაღებ მასებს გააჩნიათ “ყავის ნალექის” სახე, რაც განპირობებულია ჰემოგლობინზე კუჭის წვენის ზემოქმედებით. მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, განავალთან ერთად აღინიშნება ალისფერი სისხლის მინარევი. კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან მასიურმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსის სწრაფი განვითარება (იხ.), მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია. უმნიშვნელო სისხლდენის აღმოჩენა ძნელდება და ზოგჯერ ხერხდება ქრონიკული რკინადეფიციტური ანემიის არსებობის ან ფარულ სისხლდენაზე განავლის გამოკვლევის გზით. ისეთი სისხლდენების დიაგნოსტიკა, რომლებიც არ ხასიათდებიან გარეთ სისხლის შემცველი მასების გამოყოფით, იწვევს განსაზღვრულ სირთულეებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფაქტი, რომ კუჭ – ნაწლავი ტრაქტიდან სისხლდენებით უფრო ხშირად რთულდება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეროზიული გასტრიტი, კუჭის კიბო, პორტული ჰიპერტენზიით გართულებული ღვიძლის ციროზი, რომელსაც თან ახლავს საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, ჰემორაგიული დიათეზები, ვასკულიტები და ა.შ. მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს კიბოთი, ბუასილით, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით. საეჭვო შემთხვევებში, დიაგნოზის დადასტურების და მკურნალობის ტაქტიკის არჩევის მიზნით, მიზანშეწონილია გასტროსკოპიის ან კოლონოსკოპიის ჩატარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა