სისხლის აირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლის აირები – 1.  აირები, რომლებიც ცხოველებისა და ადამიანის სისხლში შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურად გახსნილ მდგომარეობაში, ისე ქიმიურად შეკავშირებული არამდგრადი ნაერთების სახით. არტერიული სისხლი შეიცავს 18 – 20 მოცულობით პროცენტ ჟანგბადს, 50 – 52% ნახირორჟანგს და 1% აზოტს. ვენურ სისხლში, პირიქით, ნაკლებია ჟანგბადი დ მეტია ნახშირორჟანგი. სისხლის აირები სისხლში გარემოდან აღწევენ ან თვით ორგანიზმში წარმოიქმნებიან. ნახშირორჟანგი მონაწილეობს სისხლის ბუფერული სისტემის შემადგენელი მარილების წარმოქმნაში, ჟანგბადი კი ჰემოგლობინთან ქმნის ოქსიჰემგლობინს. სისხლის აირების წნევის ცვლილება განაპირობებს ჟანგბადის შიმშილსა და სხვა დარღვევებს. სისხლში შეიძლება შეაღწიოს აგრეთვე ნარკოტიკულმა, ტოქსიკურმა და სხვ. აირებმა. ა. აბესაძე. [“1”]   2.  სისხლის აირები – აირები, რომლებიც ამა თუ იმ მდგომარეობაში მყოფი, შეიძლება იყოს სისხლში, მაგ. სისხლი შეიცავს 18 – 20% მოცულობით პროცენტ ჟანგბადს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა