სისხლძარღვოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლძარღვოვანი უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია არტერიების გაფართოებით; ხასიათდება არტერიული წნევის დაქვეითებითა და ორგანოთა სისხლმომარაგების დარღვევებით. სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი; ქრონიკული ვლინდება არტერიული ჰიპოტენზიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა