სნედონ – ვილკინსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სნედონ – ვილკინსონის სინდრომი – (სინ.: სუბკორნეალური პუსტულოზური დერმატოზი) – ქრონიკული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება სუბკორნეალური წვრილი პუსტულების წარმოქმნით, რომლებიც წრისებურად ან ხაზობრივად არიან განლაგებული სხეულის კანზე, იღლიისქვეშა ფოსოებში და საზარდულის ნაოჭებში; წარმოადგენს შედარებით იშვიათ დაავადებას. კლინიკურად ხასიათდება პირველადი ელემენტის – პატარა, 5 მმ – მდე დიამეტრის პუსტულის, ან ბუშტუკის გაჩენით, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება პუსტულად. გამონაყარი ჩნდება ჯგუფებად, გარეგნულად ჯანმრთელ ან ჰიპერემიულ კანზე. რამდენიმე დღის შემდეგ პუსტულები შრება და წარმოიქმნება თხელი ქერქები. გამონაყრის ადგილზე რჩება ერითემატოზული უბნები. ატროფია და ნაწიბურები არ აღინიშნება, მაგრამ გამონაყრის ადგილზე ჩვეულებრივ რჩება მოყავისფერო პიგმენტაცია. ზოგჯერ აღინიშნება წვა და ქავილი. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია; დაავადება ქრონიკულია, მიმდინარეობს წლობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა