სომატური მუტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სომატური მუტაცია – სხეულის უჯრედებში წარმოქმნილი მუტაცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის მოზაიკურიბას, ე. ი. ორგანიზმში ქრომოსომთა რაოდენობით ან გენებით განსხვავებული უჯრედების , ქსოვილების ან ნაწილების წარმოქმნას. სომატური მუტაცია თავისი ბუნებით არ განსხვავდება სასქესო უჯრედებში წარმოქმნილი ანუ გენერაციული მუტაციისაგან და შეიძლება იყოს გენური, ქრომოსომული, ან გენომური. თუ სომატური მუტაცია ინდივიდ. განვითარების ადრინდ. ეტაპზე წარმოიქმნა, მაშინ ორგანიზმის დიდ ნაწილს მოიცავს და პირიქით, დომინანტური სომატური მუტაცია მაშინვე ვლინდება, რეცესიული კი  –  ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში გადასვლისას. იმ ორგანიზმების ევოლუციაში, რომელთაც უსქესო გამრავლების უნარი აქვთ, სომატური მუტაცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ხშირად პრაქტ. მნიშვნელობაც ენიჭება, ვინაიდან მათში სომატური უჯრედებისაგან ყალიბდება სასქესო უჯრედები და სომატური მუტაცია მემკვიდრეობით გადაეცემა. სომატური მუტაცია დიდ როლს თამაშობს აგრეთვე ცხოველთა და ადამიანის პათოგენეზში, კერძოდ, ავთვისებიანი სიმსივნის, სასქესო სისტემის ანომალიისა და ახალშობილთა სიმახინჯის განვითარებაში, თვითნებური აბორტის გამოწვევაში და სხვ. ა. შათირიშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა