სომატური ნერვული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სომატური ნერვული სისტემა – –  1. ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აინერვირებს სხეულის კუნთებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს. ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს ანერვიანებენ ზურგის ტვინის წინა რქებისა და თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის ზოგიერთი მოტორული ბირთვის ე. წ. მოტონეირონები. მათი კოორდინირებული მოქმედება ხორციელდება პირდაპირ ან ჩართული ნეირონების საშუალებით მისული იმპულსაციით იმ მოტო – სენსორული ან მგრძნობიარე ნეირონებიდან, რომლებიც ინფორმაციას იღებენ კუნთებიდან და მყესებიდან ან თავის ტვინის სხვადასხვა დონეზე განლაგებული უმაღლესი მოტორული ცენტრებიდან. გ. მაჭავარიანი. [“1”]  2. სომატური ნერვული სისტემა – ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს აფერენტული და ეფერენტული მამოძრავებელი ნეირონებისა და მათი წანაზარდების ერთობლიობას, რომლებიც მიეკუთვნება ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას და ანერვიანებს ჩონჩხის კუნთებს, სახსრებს, სხეულის გარეთა საფარველს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა