სოციოგენეზი (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სოციოგენეზი (ფსიქოლოგია) – (ლათ. so{cietas) საზოგადოება და ბერძ. genos – წარმოშობა) – ცნობიერების, პიროვნების, პიროვნებათშორის ურთიერთობების წარმოშობა და განვითარება, განპირობებული სხვადასხვა კულტურაში და საზოგადოებრივ – ეკონომიკურ ფორმაციებში  სოციალიზაციის თავისებურებებით. სოციოგენეზის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქოლოგს საქმე აქვს არა აბსტრაქტულ ადამიანთან, არამედ გარკვეული ქვეყნისა და ეპოქის ადამიანთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა