სპონდილოლისთეზი

სპონდილოლისთეზი – (ქირურგ.) ხერხემლის ჩაცურება წინ ან ქვევით. უხშირესად ცურდება წელის V მალა გავის I მალიდან. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილები წელის მიდამოში, რომლებიც ძლიერდება ფეხზე დგომის და ფიზიკური დატვირთვის დროს. ზუსტი დიაგნოზის დადგენა ხდება მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე (ფუნქციური რენტგენოგრამები გვერდით პროექციებში). მკურნალობა. კონსერვატიული თერაპიის და ორთოპედიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა – ხერხემლის გავა – წელის მიდამოში ძვალ – ფირფიტოვანი ფიქსაცია.