სუაირ – ჯეიმსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სუაირ – ჯეიმსის სინდრომი – ფილტვების ცალმხრივი ემფიზემა, რომელიც ვითარდება განმეორებითი ბრონქიტებისა ან პნევმონიების შემდეგ. ნიშნები: ფილტვის ცალმხრივი ან ფილტვის ერთი წილის ემფიზემა სათანადო ფიზიკალური მოვლენებით. რენტგენოლოგიურად შესუნთქვის დროს გული განიცდის ცდომას ჯანმრთელ მხარეს, დაავადებულ მხარეს შემცირებულია დიაფრაგმის მოძრაობა. ბრონქოგრაფიით  –  პერიფერიული ბრონქების ავსების დეფექტი, ანგიოკარდიოგრაფიით  –  ფილტვის არტერიის სანათურის შემცირება. პროგნოზი შედარებით დამაკმაყოფილებელია. ზოგჯერ საჭირო ხდება ლობექტომიის ან პნევმოექტომიის ჩატარება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა