ტაბოდამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტაბოდამბლა – (taboparalysis; ლათ. Tabes განლევა + ბერძ. Paralysis მოდუნება, დამბლა)გვიანი ნეიროსიფილისის ორი ფორმის – ზურგის ტვინის ხმობისა და პროგრესული დამბლის კომბინაცია. დაავადების კლინიკურ სურათში გამოხატულია ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც დამახსაიათებელია ზურგის ტვინის ტაბესისათვის, აღინიშნება მუხლისა და აქილევსის რეფლექსების გაქრობა, ატაქსია, მგრძნობელობის მოშლა,  მხედველობის ნერვის ატროფია, სფინქტერების ფუნქციის მოშლა, მწვავე ტკივილები, ვისცერული კრიზები, ტროფიკული დარღვევები და სხვ. ფსიქიკური დარღვევები ისეთივეა, როგორიც პროგრესული დამბლის დემენციური ფორმის დროს. პროგრესული დამბლა ვლინდება  ზურგის ტვინის ტაბესის წარმოქმნიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ. დაავადების მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, ვიდრე ტიპიური პროგრესული დამბლისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა