ტერატოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტერატოლოგია – (ტერატოლოგია (ბერძნ.teras, teratos  –  მახინჯი)   მეცნიერება, რომელიც სწავლობს თანდაყოფილი მანკის, სიმახინჯის წარმოქმნის მიზეზებსა და პათოგენეზს. ამ მეცნიერების კლინიკური ნაწილი შეისწავლის მანკის საფუძველზე განვითარებულ დაავადებათა მიმდინარეობას, დიაგნოზს, პროფილაქტიკასა და მკურნალობის მეთოდებს. უკანასკნელ წლებში პრობლემამ მიიღო უფრო სოციალური მნიშვნელობა, ვინაიდან ბავშვთა სიკვდილიანობასა და დაავადებაში წამყვანი ადგილი უკავია თანდაყოლილ მანკსა და მემკვიდრეობით დაავადებებს. ასე მაგალითად, 1972 – 1976 წლებში თანდაყოლილი მანკი შეადგენდა პერინატალურად ბავშვთა დაღუპვის შემთხვევათა 25% – ს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ტერატოლოგია – სიმახინჯეების შემსწავლელი მეციერება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა