ტერმინალური ზღუდარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი  უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის  –  პლაზმოლემის სპეციალი­ზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები  უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, რო­გორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებუ­ლი უბნებია, რომლებიც შეიცავენ მეზობელ უჯრედებს შორის კონ­ტაქტის არეში შემხებ ციტოპლაზმურ მემბრანებთან მდებარე ფოს­ფოლიპიდურ გრანულებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა