ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ტეტანოიდური სინდრომი – (syndromum tetanoideum)კიდურების, სახის, ხორხის, ზოგჯერ სასუნთქი კუნთებისა და შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის განმეორებითი, ტონური შეკუმშვების შეტევები, განპირობებული მინერალური ცვლის მოშლით, უმთავრესად კალციუმის და მჟავა ტუტოვანი წონასწორობის; აღინიშნება ფარისებრახლო ჯირკვლების დაზიანების, ზოგიერთი ინფექციური დაავადებების და მოწამვლების დროს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა