ტვინის შეშუპება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინის შეშუპება – – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქსოვილში სითხის დაგროვებით და კლინიკურად ვლინდება ქალაშიდა ჰიპერტენზიის სინდრომით. გამოყოფენ მის 4 ძირითად ტიპს. ციტოტოქსიკური შეშუპება მიმდინარეობს უჯრედებში წყლის დაგროვებით და დაკავშირებულია ენერგოდამოკიდებული ნატრიუმ – კალიუმის ტუმბოების მუშაობის დარღვეევასთან. მასში ჩართულია როგორც რუხი, ასევე თეთრი ნივთიერება. მისი ძირითადი მიზეზებია: იშემია, ჰიპოქსია, ინტოქსიკაციები. ვაზოგენური შეშუპება გამოწვეულია ჰემატოენცეფალური ბარიერის  განვლადობის მომატებით და უკავშირდება წყლის დაგროვებას უჯრედშორის სივრცეში. იგი ითრევს მხოლოდ თეთრს ნივთიერებას. მისი ძირითადი მიზეზებია სიმსივნეები, ინფექციები, სისხლჩაქცევები და ინფარქტები, ქალა – ტვინის ტრავმა. ინტენსტიციური შეშუპება წარმოიქმნება ჰიდროცეფალიის დროს,  სითხის შეღწევის შედეგად პარკუჭებახლო თეთრ ნივთიერებაში. ოსმოსური შეშუპება წარმოიქმნება ჰემატოენცეფალური ბარიერის შენარჩუნებისას, ოსმოსური გრადიენტის წარმოქმნით პლაზმასა და ტვინის არაუჯრედოვან სივრცეს შორის. ტვინის შეშუპების შესამცირებლად იყენებენ დიურეტიკებსა

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა