ტოპოგრაფიული ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ. მეთოდების გარდა ტოპოგრაფიულ ანატომიაში იყენებენ გაყინული ან ფიქსირებული გვამის გახერხვის რენტგენოლოგიურ და კვლევის სხვა მეთოდებს. მეცნ. ტოპოგრაფიული ანატომიის ფუძემდებელია ნ. პიროგოვი. საქართველოში ტოპოგრაფიულ ანატომიას საფუძველი ჩაუყარა ნ. კახიანმა. ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის პირველი კათედრა შეიქმნა 1919 თსუ – ის სამკურნ. ფაკ – ტზე, მეორე კათედრა  –  1935 თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ – ტში. ტოპოგრაფიული ანატომიის ორიგ. სახელმძღვანელოები გამოაქვეყნეს ნ. კახიანმა (1925), შ. დემეტრაძემ (1939), ნ. დემეტრაძემ და შ. თოიძემ (1969). საქართველოში ტოპოგრაფიული ანატომიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით აგრეთვე დ. იოსელიანს, ვ. ქურდოვანიძეს, ს. კახიანს, შ. ქევანიშვილს და სხვ. შ. თოიძე. [“1”] 2. ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხეულის ქსოვილების, ორგანოებისა და ნაწილების ურთიერთმდებარეობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა