ტორპიდულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტორპიდულობა – ფსიქიატრიაში – ავადმყოფის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მოდუნებით, ინიციატივის არქონით, ემოციური სიჩლუნგით. დამახასიათებელია ჭკუასუსტობის სხვადასხვა ფორმებისათვის. ავადმყოფები ინტერესს იჩენენ მხოლოდ ჭამისა და ძილისადმი, განურჩეველნი არიან მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა