ტრიკუსპიდალური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრიკუსპიდალური უკმარისობა – – გულის მანკი: სამკარიანი სარქვლის საგდულების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარჯვენა პრკუჭიდან  მარჯვენა წინაგულში მისი სისტოლის დროს; როგორც წესი, კომბინირებულია გულის სხვა მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვითა და პულსაციით, ღვიძლის გადიდებითა და პულსაციით, შეშუპებებით, გულის მარჯვენა ნაწილის გადიდებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით. მკურნალობა: მედიკამენტოზური მკურნალობა გულის უკმარისობისას, მძიმე შემთხვევებში – ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა