ტუბერკულოზური მენინგიტი

ტუბერკულოზური მენინგიტი – (ნერვ. დაავ.) ვითარდება დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან, ძვლებიდან, ლიმფური კვანძებიდან ტუბერკულოზური ბაქტერიების ჰემატოგენური გზით გავრცელების შედეგად.  სიმპტომები. დამახასიათებელია თანდათანობითი განვითარება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, სუბფებრილიტეტი.

შემდგომ ვლინდება მენინგეალური სინდრომი, თავის ქალას ნერვების პარეზი (ქუთუთოების ჩამოწევა, სიელმე და სხ.). ტემპერატურა მატულობს 39 – 40 გრადუსამდე, ჩნდება ბრადიკარდია. ზურგის ტვინის სითხე გამჭვირვალეა, შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმფოციტებს, მომატებულია ცილების შემცველობა, დაქვეითებულია შაქრის შემცველობა. 24 საათის შემდეგ ზურგის ტვინის სითხიდან გამოიყოფა თხელი აპკი.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

_______________________________________________

თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიები:

___________________________________________________