ტყუპები

ტყუპები – ორი ან მეტი შთამომავალი, რომლებიც დაიბადნენ თითქმის ერთდროულად. ტყუპები შეიძლება იყვნენ ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან განვითარებული და სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებულები.

ერთი კვერცხუჯრედისაგან, ანუ ერთი ზიგოტიდან განვითარებულებს, შესაბამისად აქვთ ერთი სქესი და ფიზიკურად ძალიან გვანან ერთმანეთს.

ორი კვერცხუჯრედიდან – განვითარებული თითოეული ცალკე ზიგოტისაგან (განაყოფიერებულია კვერცხუჯრედი). სიამის ტყუპები – ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან  სხეულის რომელიმე ნაწილით. (1)

ტყუპები (twins) – ერთი დედის მიერ, ერთდროულად შობილი, ორი ან მეტი შვილი. დამახასიათებელია ძუძუმწოვრებისათვის, რომლებიც ერთ შობაზე ერთ ნაშიერს აჩენენ. მოვლენა დაფიქსირებულია ფრინველებშიც, ერთ კვერცხში ორი ემბრიონი. განასხვავებენ ერთი კვერცხუჯრედიდან და სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან  დაბადებულ ტყუპებს. ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების ალბათობა, ადამიანში შეფარდებით მუდმივია (1/240), მაშინ როცა სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპების ალბათობა, მერყეობს რასების და მოსახლეობის ჯგუფების მიხედვით. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.