უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, ანემიით. მეორე ფაზა ხასიათდება ტკივლებით მუცელში, დიარეით, სტეატორეით, ცხელებით, სხეულის მასის დაქვეითებით, ლიმფოადენოპათიით, კანის პიგმენტაციით, თვალების დაზიანებით; ამ ფაზაში ზიანდება აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემა. ტერმინალური, მესამე სტადიისათვის დამახასიათებელია კახექსია, გულ – სისხლძარღვთა უკმარისობა, კომა. დიაგნოზი ზუსტდება ნაწლავის ბიოფსიით და სხვ. მეთოდებით. მკურნალობის გარეშე ავადმყოფები იღუპებიან რამოდენიმე წლის განმავლობაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა