უკანა ხვრელის ნაპრალი

უკანა ხვრელის ნაპრალი – (ქირურგ.) – უვითარდებათ იმ პირებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული შეკრულობები, რაც განპირობებულია დეფეკაციის დროს, მკვრივი საკვების ან წვრილი უცხო სხეულების გასვლის დროს, ზედმეტად გაჭინთვით. არსებობს მწვავე და ქრონიკული. სიმპტომები, მკურნალობა. ტკივილები დეფეკაციის დროს და მის შემდეგ მცირე ხანს. გასინჯვით და თითით რექტალური გამოკვლევით ვლინდება სფინქტერის სპაზმი, ლორწოვანი გარსის, პატარა ზომის, ზოლისებრი დეფექტი და მტკივნეულობა. მკურნალობა. დიეტა, კუჭში გასვლის რეგულაცია, თბილი მჯდომიარე აბაზანები, გვირილის ან ჭაობის სუშენიცას მიკროოყნები, სანთლები ბელადონათი, იხტიოლით და ნოვოკაინით. მკვეთრი ქრონიკული ნაპრალების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იხ. სტატია ,,ანალური ნაპრალი”

___________________________________________