ურეთრის შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ურეთრის შევიწროება – (ქირურგ.) ვითარდება შარდსადინრის ჭრილობის ან გონორეული ურეთრიტის შემდეგ ნაწიბურის ჩამოყალიბების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის სტადიაში ავადმყოფი აღნიშნავს, რომ შარდის ნაკადი უფრო წვრილი ხდება და შარდვა ხანგრძლივდება. შემდეგ შარდვის დროს საჭირო ხდება გაჭინთვა, ნაკადი წყდება, შარდვა ხშირდება. ძალიან მძიმე შემთხვევებში აღინიშნება შარდის სრული შეკავება, შარდის ბუშტის დაჭიმულია, იწყება შარდის წვეთწვეთობით, უნებლიე გამოყოფა. მკურნალობა. საწყის სტადიაში მიმართავენ სისტემატურ ბუჟირებას. ძალიან მძიმე შემთხვევებში და შარდის სრული შეკავების დროს კეთდება ოპერაცია – შარდის ფისტულის ან შარდსადინრის ფირფიტის ფორმირება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა