ურიკოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ურიკოპათიები – (ლათ. (acidum) uricum შარდმჟავა + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც საფუძვლად უდევთ პურინების, ქსანტინის, ნუკლეინის მჟავების ცვლის მოშლა, რაც იწვევს სისხლში, შარდში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების – ურატების დაგროვებას. ურატები დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენენ სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე. მაგ. არტერიის კედლებზე მათი ზემოქმედება იწვევს არტერიული წნევის მატებას; შარდმჟავისა და მისი მარილების ჩალაგება სახსრების გარსებში იწვევს ართრიტების განვითარებას, ხერხემალში – სპონდილეზის განვითარებას, თირკმელებში – ურატული ნეფროპათიის განვითარებას; შარდში ურატების კონცენტრაციის მატება იწვევს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას. პურინული ცვლის მოშლა ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და სიმსუქნეს; ყველა ამ დაავადებებს ურიკოპათიები ეწოდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა